სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
02-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული გაულამაზეს და მრავალფეროვან სახალისო აქტივობებში ჩართეს.
IV-VI კლასის მოსწავლეებმა გაამხიარულეს და გაალამაზებს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია თავისი შესაძლებლობების და გემოვნების მიხედვით. ასევე, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, სადაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი თემატური ნამუშევრები გამოფინეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს VI კლასის დამრიგებელმა - ნანა გახოკიძემ და V კლასის დამრიგებელმა - მაია საკანელაშვილმა. ასევე, ჩაერთო IV კლასის დამრიგებელი რიტა ოთარაშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად.
სკოლის დირექციამ მოიწონა ბავშვების გამოფენილი ნამუშევრები და უსურვა წარმატებები, ასევე, მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე.
ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ ასეთი განსხვავებული და ლამაზი დღით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს