გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ფიროსმანის ნახატები „გააცოცხლეს“
01-06-2023
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული შემოქმედებითი აქტივობები იმართება - ამაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ თეა წანაწყენიშვილთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ნახატები „გააცოცხლეს“ და საინტერესო ღონისძიება გამართეს. ისინი ისე გამოეწყვნენ, რომ დიდი ქართველი მხატვრის ნახატების გმირებს დაემსგავსნენ.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ინფორმაცია გაცვალეს, არაჩვეულებრივი ღონისძიება გამართეს და სასკოლო საზოგადეობაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.
აქტივობებმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
„1862 წლის 5 მაისს დაიბადა ფიროსმანი - მხატვარი გამორჩეული ისტორიით. ჩვენი სკოლის მეხუთეკლასელებმა, ხელოვნების მასწავლებელ თეა წანაწყენიშვილთან ერთად, გააცოცხლეს მისი ნახატები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს