შაშიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება  აღნიშნეს
02-06-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს. ამ მნიშვნელოვან მოვლენას კი მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

პატარები საზეიმოდ გამოეწყვნენ, მათ განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და ბოლოს, ცაში ბუშტები გაუშვეს. 

„საყვარელო ბავშვებო, შაშიანის საჯარო სკოლა გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას, გისურვებთ სამომავლო წარმატებებს სკოლის და ოჯახების საამაყოდ... ბედნიერ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203