მუხურის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღინიშნა
02-06-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში ისეთი გამორჩეული დღე აღნიშნეს, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო, მხიარული აქტივობები მოეწყო. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. 

მოსწავლები აქტივობებში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, სხვადასხვა თამაში ითამაშეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203