საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში შემოქმედებითი ანსამბლის კონცერტი გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, წარმატებულ მომავალსა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნევენ.
სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები ეწყობა, ამჯერად კი, სკოლის შემოქმედებითი ანსამბლის კონცერტი გაიმართა.
კონერტის აკომპანიატორმა და ხელმძღვანელმა - ნინო ბიბილურმა უდიდესი პროფესიონალური დონით, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები წარადგინა.
მოსწავლეებმა ოსტატურად შეასრულეს სიმღერები და დაუკრეს ქართულ-ხალხურ საკრავეზე, რითაც დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.
კონცერტს სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოწვეული ექსპერტები და მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: