ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
01-06-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში 26 მაისი აღინიშნა.

„სკოლა შეუერთდა იმ საყოველთაო ზეიმს, რასაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ჰქვია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს თავიანთი სიყვარული სამშობლოსადმი.

მათ ასევე ქვეყნის ამ მნიშვნელოვან თარიღთან, ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაციები და ცოდნა გაუზიარეს.

ეს დღე მთელი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ეს ხომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.  სწორედ ამ სიმაყის გასაცნობიერებლად დაიგეგმა ღონისძიება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმში ჩართულნი იყვნენ მთელი სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი - ლალი ქათამაძე.

„ეს დღე ჩვენია! ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203