ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
01-06-2023

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოზარდებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება.  

ახლაც, ჯიხანჯურის საჯარი სკოლაში მოსწავლეთა მორიგ გამარჯვებას აღნიშნავენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლები 14, 20 და 24 მაისს ჩართულნი იყვნენ თეონა ტაკიძის სახელობის საქალაქო ინტელექტუალურ ოლიმპიადაში - „ოცდაოთხი“ (გაზაფხულის სერია).

აქტიურობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა ჯიხანჯურის საჯარი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი - „ნიკე“.

გუნდის კაპიტანი ნინი სამხარაძე გახლავთ,  წევრები კი -  ხატია ჯაიანი, ნინი ქავთარაძე, თამთა შაინიძე, მარიამ პაქსაძე, სალომე აბაშიძე არიან. 

სკოლის გუნდი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა კონკურსის პირველ და მეორე ტურში და ფინალშიც წარმატებით გადავიდა. ფინალურ შეხვედრაზე საპრიზო მეოთხე ადგილიც ღირსეულად მოიპოვეს.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.  

„ვულოცავთ გუნდ „ნიკეს“ წარმატებას და მომავალში პირველობას ვუსურვებთ. ამ გამარჯვებაში მოსწავლეებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღოდა საგნის მასწავლებელს, ბატონ შოთა ქათამაძეს, ასევე სკოლის დირექტორს, ბატონ მიხეილ ხალვაშსა და კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა ქასრაშვილს. კონკურსში გამარჯვება დიდი მოტივაციაა როგორც გუნდის წევრებისათვის, ასევე სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203