ჭახათის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
01-06-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი ტარდება.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი, მხიარული სტარტები გაიმართა.
აღნიშნულ აქტივობას ფიზიკური აღზრდის და სპორტის პედაგოგები: ვაჟა ნოღაიდელი და ია გოლიაძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეები შეჯიბრში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს