ყაურმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა 
01-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა სიმღერებითა და ცეკვებით იყო გაჯერებული, სკოლაში ასევე „მხიარული სტარტები“ მოეწყო, რომელმაც დღე კიდევ უფრო სახალისო გახადა.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სკოლის ეზო სადღესასწაულად მორთეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ადმმინისტრაცია გახლდათ.

„ვულოცავთ, ბავშვებს ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებს მათ ჯანმრთელობას, მშვიდობას, ლურჯ ცას და ბევრ წარმატებას. ყველა ბავშვს ჰქონდეს წარმატებული და ნათელი მომავალი!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203