იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 
01-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება შესთავაზეს და სკოლის ეზო ფერადი ნახატებით მორთეს.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებს სკოლის ეკოკლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობაის წევრები ხელმძღვანელობდნენ.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203