„ბავშვებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ“- ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.
მუსიკის მასწავლებლის - ციალა გაბაძის, ხელოვნების მასწავლებლის - მაია მეცხვარიშვილის და დაწყებითი კლასების დამრიგებლების ინიციატივით, მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებისგან გულები გამოჭრეს და ზედ საკუთარი სახელები მიაწერეს.
მათ ფერადი გულებით და ბუშტებით მორთეს სკოლის პერიმეტრი. სკოლის ეზოში მოაწყვეს მხიარული სანახაობა, იმღერეს, იცეკვეს და იხალისეს.
გარდა ამისა, მე-4 კლასის დამრიგებელმა თამარ დარცმელიამ მოსწავლეებს სახეზე პატარა ნახატები დაახატა, რამაც მოსწავლეების ემოციები უფრო გააძლიერა.
„ბავშვებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ. ვულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენს პატარებს, ვუსურვებთ ბედნიერი ბავშვობას და წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს