
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სკოლის ეზო საზეიმოდ მორთეს და სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ, რამაც მათი მოტივაცია უფრო აამაღლა.
მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები და ხალისიანი განწყობით, სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„პირველი კლასი ყველაზე საოცარი, მხიარული დროა, რომელიც სამუდამოდ დარჩება თითოეული თქვენგანის მეხსიერებაში. გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებულ მომავალს“,- ასე ულოცავენ მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულებას.
იხილეთ ფოტოები: