„ეს დღე ჩვენია!“ - პატრიოტული ღონისძიება ბათუმის N23 საჯარო სკოლაში 
01-06-2023
ბათუმის N23 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების სახელწოდება - „26 მაისი - ეს დღე ჩვენია!“, გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ 26 მაისით ქართველმა ერმა კვლავ მოიპოვა უფლება დამდგარიყო სუვერენულ სახელმწიფოთა გვერდით და თავისი ბედი თავად გადაეწყვიტა.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რამაც სანახაობა კიდევ უფრო ამაღელვებელი გახადა.

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები სამშობლოსა და თავისუფლებაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და მინიატურა - „მოუარეთ საქართველის!“, დადგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203