გეგუთის N1 სკოლაში მოსწავლეების - ბესო სირაძისა და დემურ გურგენიძის ინიციატივით, ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობს
თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეების - ბესო სირაძისა და დემურ გურგენიძის ინიციატივით, სკოლაში ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
უკვე გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები:
1. ლუკა ჯიქიძე (მე-10 კლასი);
2. ლუკა მუშკუდიანი (მე-9 კლასი);
3. ბესო სირაძე (მე-9 კლასი);
4. ალექსი ყუბანეიშვილი (მე-7 კლასი).
„წინ საინტერესო ფინალური თამაშები გველოდება! მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, ფინალისტებსა და ტურნირის ორგანიზატორ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხიელეთ ვიდეო:ბმული