სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ღონისძიება გეოგრაფიის მასწავლებლის - ლიკა რუსიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
აქტივობის მიმდინარეობაში მე-5 - მე-11 კლასის მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ საქართველოს რეგიონები - გეოგრაფიულ, ისტორიულ, ლიტერატურულ, კულტურულ, სტატისტიკურ და რეგიონისთვის დამახასიათებელ ფოლკლორულ ჭრილში წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ რეგიონის მოკლე მიმოხილვა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე გამართეს.
მოსწავლეებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები: