„მე და სახელმწიფო“ - ზინობიანის საჯარო სკოლაში კომიქსების ჩემპიონატი ჩატარდა
01-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები თუ კონკურსები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში, სამოქალაქო განათლებაში, კომიქსების ჩემპიონატი ჩატარდა.

კონკურსის თემა: „მე და სახელმწიფო - თვითმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მნიშვნელობა“ გახლდათ.

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღნიშნულ ჩემპიონატში მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ფოლადაშვილმა და ანა ზანდარაშვილმა გაიმარჯვეს.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203