
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და საუკეთესო სურვილები უსურვეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათ სხვადასხვა ემოცია - სიხარული და სევდა აღუძრა.
დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
კლასის დამრიგებელმა, მარინე იმერლიშვილმა, პედაგოგებმა და დირექციამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
„კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი დაემშვიდობა ჭიკაანის საჯარო სკოლას. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი მოსწავლეთა განვლილ გზას. ბედნიერება, სიხარული და წარმატება არ მოგკლებოდეთ ჩვენო ძვირფასო ბავშვებო. საამაყო ქართველები ყოფილიყავით“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი, მარინე იმერლიშვილი.
იხილეთ ფოტოები: