ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
01-06-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელის ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით, დადგეს სპექტაკლი - „ნახევარწიწილა“.
მოსწავლეებმა შესაბამისად გაინაწილეს როლები, მოამზადეს სიტყვები, დაამზადეს ნიღბები, შექმნეს დეკორაციები და ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“.
მათ დიდი ინტერსითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს როლები, სამსახიობი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს და გააკეთეს დასკვნა - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
სპექტაკლის დასასრულს ყველამ ერთად შეასრულა სიმღერა „ჯადოსნური ეკრანი“.