
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ.
ინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?“, სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის, ნინო კენჩხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში IX-XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.
შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული - X კლასი, რომელსაც დამსახურებულად პირველი ხარისხის მედალი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: