
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენა - „დასაწყისი დასასრულის გარეშე“, მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ დადგმისა და სცენარის ავტორი სკოლის მოსწავლე მეგი ლორთქიფანიძე გახლდათ.
მოსწავლეებმა, ომსა და საქართველს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით თეატრალური წარმოდგენა მოაწყვეს. ღონისძიება ემოციებით იყო დატვირთული და დამსწრე საზოგადოებას ამ დღის მნიშვნელობა შეახსენა და გაააზრებინა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
დღე ემოციებით დატვირთული, შემოქმედებითი და მრავლის მიმცემი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც.
„წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ მსახიობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: