
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ მეგობრული შეხვედრა, პროექტ - „ემეგობრეს“, ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრაზე სკოლამ, დილისკის N1საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და დღემ მეგობრულად, სასიამოვნოდ და პროდუქტიულად ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მოსწავლეებს ნაციონალური სამზარეულო ჰქონდათ წარმოდგენილი, რითიც სტუმრებს საპატიოდ გაუმასპინძლდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეგობრულ შეხვედრას რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: