შავღელეს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაშების შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
01-06-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ სპორტი ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ მოსწავლეებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპურაციზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

31 მაისს, შავღელეს საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის, ჩატარდა შიდასასკოლო ფესტივალი - „მხიარულ სტატიებში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შავღელეს საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე შორენა დავითაძე, კლასის ხელმძღვანელები - ზაირა ბოლქვაძე და ლია მამულაძე.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც სიგელით დაჯილდოვდა. მოსწავლეებს სიგელი გადასცა სასწავლო ნაწილის გამგემ შორენა დავითაძემ.

ღონისძიება სპორტის მასწავლებელის - ზურაბ ქამადაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203