ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
03-05-2018
ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, ორგანიზაციულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობას, თანამშრომლების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში მხარდაჭერას, მხარეთა ანალიტიკური წარმომადგენლების ჩართვას, კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, პუბლიკაციებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადებასა და გამოქვეყნებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203