ძევრის საჯარო სკოლას ამერიკაში მოღვაწე ქართველმა საჩუქრად საქართველოს 50 დროშა გადასცა
01-06-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განათლებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

პროფესიონალი პედაგოგები მომავალ თაობას ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემას, პატრიოტიზმსა და სამშობლოს ერთგულებას უნერგავენ. 

საქართველოს დროშას სკოლაში რომ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, ეს შეუმჩნეველი არავისთვისაა. ამის გამო, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა გიორგი ვასაძემ სკოლას საჩუქრად 50 დროშა გადასცა. 

ძევრის საჯარო სკოლა გმირის - შმაგი სოფრომაძის ხელს ატარებს, ადამიანის, რომელმაც 2008 წლის ომში ქართულ დროშას ფეხი სიცოცხლის ფასად ფეხი არ დაადგა. 

სკოლაში საჩუქრით ძალიან გახარებულები არიან, ეზოში დროშებით ერთგვარი მსვლელობაც მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203