რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEM სკოლაში სტიპენდიით სწავლობენ
01-06-2023
რუსთავის N5 საჯარო სკოლას ნიჭიერი, გამორჩეული, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომელებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ აქტივობაში ერთვებიან. 

ისინი სწავლას, არაფორმარულ განათლებასა და მეცადინეობას დიდ დროს უთმობენ. ზოგიერთი მათგანი კომაროვის STEM სკოლის წარმატებული მოსწავლეა. 

STEM სკოლა - საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი STEM განათლების ხელმისაწვდომობა სკოლის მოსწავლეებში. 

რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, ულოცავენს და წინსვლას უსურვებენ. 

„გაიცანით კომაროვის STEM სკოლის ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები რუსთავიდან - საბა, ელენე, შოთა და ნიკოლოზი რეგიონის საუკეთესო 60 მოსწავლეს შორის არიან და საქართველოს ბანკის სტიპენდიით, სრული დაფინანსებით სწავლობენ“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203