ახაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
01-06-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტების სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო თემში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან პრეზენტაციაზე მათ აფხაზეთის ღირსშესანიშნავი ადგილების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ ისაუბრეს.

მათ ასევე თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„კვირეული ძალიან საინტერესოდ წარიმართა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203