გორისციხეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
01-06-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნელი მასწავლებელმა კიდევ ერთი პირველი კლასი აზიარა დედა ენას.  

მოსწავლეებმა: ლილემ, ანდრიამ და გიორგიმ პირველად მოხაზეს „აი ია“ და წერა - კითხვასთან ერთად მეგობრობა და სიყვარულიც ისწავლეს.

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - იაკობ გოგებაშვილის ეს ფრაზა, ღონისძიებას თან სდევდა ლაიტმოტივად.

მოსწავლეები ამაღლებული განწყობითა და ემოციებით დატვირთულები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„ჩვენი პატარებისთვის მხიარული, თავგადასავლებით სავსე ზაფხულის არდადეგები დაიწყო და ერთმანეთს ახალი სასწავლო წლიდან, უკვე მეორე კლასში შევხვდებით“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203