არაშენდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე საბა ჩომახაშვილმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
02-06-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეები საიმაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ერთ-ერთი ასეთი მე-7 კლასის მოსწავლე საბა ჩომახაშვილია, რომელმაც სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა. მან რუსთავში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ომარ და მიკო მაისურაძეების ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოვლინა და არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა.
საბა ჩომახაშვილმა 82 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„საბას და მის ტრენერ თამაზ ყიფიანს ვუსურვებთ უამრავ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას, გვეამაყები საბა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს