დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლიდან 83-ე თაობა გააცილეს 
01-06-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა 83-ე თაობას გამოემშვიდობა.

კურსდამთავრებულებს, პედკოლექტივი საშუალო სკოლის სრული კურსის დამთავრებას ულოცავს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს სკოლის 83-ე წარმატებული და გამორჩეულ გამოშვებაა.

ახალგაზრდებმა ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს, სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებამ მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეუმკეს.

კურსდამთავრებულებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს და სკოლა ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს.

„ცხოვრების სავალ გზას დაგილოცავთ! გვჯერა, ჩვენი შრომა და თქვენი მონდომება ამაოდ არ ჩაივლის! წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ! უფლისგან დალოცვილ გზაზე გევლოთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203