
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის პირველკლასელები ლაშქრობით წყაროს წყალზე იმყოფებოდნენ.
ლაშქრობა 23 მაისს, დამრიგებელი ლ. თუშიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ლაშქრობის იდეით მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ და მასში დიდ ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აქტივობაში, მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლაშქრობის მიზანი ბუნებაზე დაკვირვება იყო.
აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, დღის ბოლოს მათ საუკეთესო მოგონებების შესანახად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შინ ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: