ნიგაზეულის საჯარო სკოლიდან 64-ე თაობა გააცილეს
01-06-2023

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

სკოლიდან, 64-ე თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.

მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუწერეს და წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მათ საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.

ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, პედაგოგთა ამაგი გაიხსენეს, რომელთაც მათ განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

მასწავლებლებმა და დირექციამ კი მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„მათ ცხოვრებაში დასრულდა ერთი პერიოდი, ისინი დაემშვიდობნენ ცოდნის ტაძარს. მათ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. წარმატებები მათ. საინტერესო და ნაყოფიერ მომავალს ვუსურვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ მათი მომავალი წარმატებულ, საინტერესო და გაბრწყინებული იქნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203