ხულგუმოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
01-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ბავშვებმა, პედაგოგებთან ერთად, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამოუკიდებლობის არსი კიდევ უფრო გააცნობიერეს.

მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი, პლაკატები დაამზადეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა დრო ხალისიადან, ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, ღირსეული მოქალაქეები აღგვეზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის თაობა ვართ, ვამაყობთ, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203