
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „იდეები შემოქმედებითი წერისთვის“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერილი თემების ჩამონათვლიდან მათთვის საინტერესო თემატიკა აირჩიეს და თავისუფალი თემა დაწერეს.
მათ ინდივიდუალურად შეასრულეს დავალება.
პროექტში სკოლის მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დავალებები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: