თელავის N7 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ფინალი გაიმართა
01-06-2023
თელავის N7 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტოვაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, სკოლაში სასკოლო ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალი გაიმართა.

მოსწავლეებისთვის თამაში შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. შეჯიბრში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პირველ ადგილზე მე-10 კლასის გუნდი გავიდა, გამარჯვებული გუნდის თითოელ წევრს თამაშის ორგანიზატორმა - ნელი პოპიაშვილმა მხატვრული ლიტერატურა გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203