არაშენდის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
01-06-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ექსკურსია მოეწყო.

ექსკურსია 20 მაისს, დამრიგებელ ლ. თუშიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეების ჩართულობითა და  მშობელთა მხარდაჭერით გაიმართა.

საექსკურსიო მარშრუტი შემდეგნაირი გახლდათ: არაშენდა - თბილისი - მცხეთა და საგურამო.

ბავშვებმა, დაათვალიერეს ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მასში არსებულ ექსპონატებს გაეცნენ და ახალი, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მონაწილეებმა, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს. 

მოსწავლეები ასევე ზოოპარკში იმყოფებოდნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს, ბევრი იხალისეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები შინ აღტაცებულნი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203