შუახევში რაიონული საგნობრივი კონკურსი ისტორიაში ჩატარდა
03-05-2018
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის სკოლაში რაიონული საგნობრივი კონკურსის II დასკვნითი ტური ისტორიაში ჩატარდა. ტური ორ ასაკობრივ კატეგორიაში: IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა.
კონკურსში შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შედეგები სამი დღის ვადაში გახდება ცნობილი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან 1, 2 და 3 ადგილის მფლობელები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით.
კონკურსი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს