მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ვიქტორ დოლიძის ოპერის -„ქეთო და კოტე“ ჩვენება გაიმართა
01-06-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ, რითაც მათ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში ვიქტორ დოლიძის ოპერის -„ქეთო და კოტე“ ჩვენება გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ჩანაწერს დიდი ინტერესით უყურეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

ჩვენება თითოეული მათგანისთვის ძალიან საინტერესო იყო, რაზეც გამოჩენილი ყურადღება მეტყველებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203