ჟდანოვის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული სასწავლო პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა
01-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 3 სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, ინტეგრირებული სასწავლო პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის დეკემბერში მასწავლებლების: თამილა ირემაშვილის, ქეთევან გუმბერიძის, ჯიმშერ კაპანაძის, ოღიდარ მარიკიანისა და ნაირა მარიკიანის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.

პროექტი თემაა - „რელიგიური კონფესიები ჯავახეთში და ფიზიკა - მათემატიკა რელიგიაში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განახორციელეს სამი სკოლის: სამების, ჟდანოვისა და გორელოვკის მოსწავლეებმა, 17 მაისს კი, ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ჟდანოვის სკოლამ და პედკოლექტივმა უმასპინძლა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემაჯამებელმა კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა.

„პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისათვის მადლობას ვუხდით სკოლების ადმინისტრაციებსა და პედკოლექტივებს, სოფლის გამგებლებსა და თემის წევრებს“, - აღნიშნავენ პროექტის ხელმძღვანელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203