ჯიმითის საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
01-06-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ჯიმითის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ სპორტული აქტივობა იმართება.
ჯიმითის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის კახა ბეროშვილის ხელმძღვანელობით მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში VI-VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოგებული გუნდი დაჯილდოვდა თასით.
თამაშის წარმართვასა და ორგანიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა - შალვა ღვინაშვილმა და საბა დათუნაშვილმა.
სკოლაში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს