თელავის N9 საჯარო სკოლაში გერმანულენოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა
01-06-2023

თელავის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ისინი, მათ, ასევე საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში პროექტული სწავლების ფარგლებში, გერმანული ენის მასწავლებლის - ჰაიკე ქურთის ხელმძღვანელობით, გერმანულენოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა.

მასში მოსწავლეები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტს ძალიან სასიამოვნო და სასიხარული გაგრძელება აქვს. ამის შესახებ კი სკოლა ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგვიზიარებს.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203