სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კვირეულს პერფორმანსით შეუერთდნენ
01-06-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები eTwinning-ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პერფორმანსი დადგეს და ფერადი ფურცლებით, eTwinning-ის ლოგო „ააწყვეს“. 

მოსწავლეებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ცნობისთვის, უკვე 18 წელია, რაც ევროპის მასშტაბით მაისის დასაწყისში აღინიშნება eTwinning-ის დღე. პროგრამაში გაერთიანებული მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად eTwinning-ის კვირეულის ფარგლებში გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დღის გალამაზებაში.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203