დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2023
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მაწავლებელმა - მარინა ჟღენტმა ბავშვებს დღესასწაული გაულამაზა, მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ ისაუბრა და სახალისო აქტივობებში ჩართო. ბავშვებმა, დღესასწაული იზეიმეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მაწავლებელი მარინა ჟღენტი პატარებს დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ჩემი ფერადი სამყაროს ფერადი ბინადარნო, ჩემი ბუდის მერცხლებო და მსოფლიოს პატარებო! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გისურვებთ ლაღ, ფერად ბრჭყვიალა ბავშვობას და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. უფალი გფარავდეთ/ ძალიან მიყვარხართ“,- აღნიშნავს მარინა ჟღენტი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს