დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ბოლო ზარი“ დამთავრების სიმბოლოა, ის ერთდროულად მხიარული და სევდიანი დღესასწაულია. ეტყობა, სულ ახლახან გაუბედავად და გაურკვევლად შეხვედი პირველ კლასში და ყველაფერი წინ გელოდა: პირველი მასწავლებელი, პირველი ზარი, პირველი სიტყვა, რომელიც წაიკითხე, პირველი სიხარული და მწუხარება. ახლა კი, ბოლო ზარი რეკავს.
სკოლა ულოცავს მე-12 კლასს სკოლის დამთავრებას წარმატებებს უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.