
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას, წარმოდგენა - „ანბანის გაცილება“, შესთავაზეს და მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძება ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით იყო გაჯერებული, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პირველკლასელები ამაღლებული განწყობითა და მოტივაციით, სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: