
პედაგოგმა ეკატერინე ჭანტურიძემ და მისმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვიდეორგოლით მიულოცეს.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშრებით გრაფიკული ვიდეორგოლი შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის დაარსების ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვლენაა ეს ქვეყნისთვის.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ვიდეო: