გორელოვკის N3 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
01-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ვულოცავ ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ, ფერად, ლამაზ, წარმატებულ, სიკეთით, იითა და ვარდებით მოფენილ ცხოვრების გზებს, ბილიკებს!
მურად, ზაზა, ნიკა, დათო, ანა, თეონა, ლელა - მიყვარხართ! გამახარებს ყოველთვის თქვენი წარმატებული ნაბიჯი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203