თბილისის N106 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მათე ღამბარაშვილი მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოს ჩემპიონი გახდა
01-06-2023
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლას ნიჭიერი, გამორჩეული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ერთ-ერთი ასეთი მე-6 კლასის მოსწავლე მათე ღამბარაშვილია. მან დიდ წარმატებას მიაღწია და მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას. სკოლაში მათე ღამბარაშვილის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მათე არის როგორც საუკეთესო სპორტსმენი, ის ასევე არის ბეჯითი, წარმატებული მოსწავლეც. გილოცავთ, მათე გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203