მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ
01-06-2023

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცენტრის საქმიანობასაც გაეცნენ.

კოალიციის - „სოციალური რეფორმებისათვის“ ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს - ლუდმილა ჟვანიას და სალომე მესხიას ამ დღის ორგანიზებისთვის და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203