ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ბანკის მმართველის, მაღაზიის გამყიდველისა და მყიდველის როლი მოირგეს
01-06-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით, ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. 

ამჯერად, სკოლაში, მათემატიკაში, მასწავლებელ მანანა ღოღობერიძის ხელმძღვანელობით, აქტივობა - როლური თამაში განხორციელდა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ადამიანების - ბანკის მმართველის, მაღაზიის გამყიდველის და მყიდველის როლი მოირგეს. მოაწყვეს „მაღაზია“, სადაც ფასებზე თავად შეჯერდნენ და როლები წარმატებით შეასრულეს. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„რუბრიკა „მოისაზრე“ მოსწავლეებისგან მაღალ სააზროვნო უნარების გამოვლენას მოითხოვს და, ამასთანავე ამ უნარების განვითარებისთვისაც არის გამიზნული. ამ მიზნით მათემატიკაში განხორციედა აქტივობა.
მოსწავლეთა წინარე ცოდნას წარმოადგენდა, თუ რას საქმიანობს ბანკის მმართველი, მაღაზიის გამყიდველი და მყიდველი. იცოდნენ, რა იყო ფული და საიდან იღებს ადამიანი მას.
აქტივობა იყო სახალისო და საინტერესოც. ასევე დამატებითი მოტივაცია გამოიწვია მათში, რადგან რეალური მყიდველნი იყვნენ და იცოდნენ, რასაც შეიძენდნენ მათივე იქნებოდა. აქ, კი მეტი გამჭრიახობა გამოიჩინეს და მათზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. წარმატებებს გისურვებთ პატარებო, თქვენს მანანა მასწავლებელთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203