დიდი არაქალის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, ხელოვნების მასწავლებელის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
01-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ როზა მარკოსიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო საჩუქრები და მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლებიც ლამაზი ნახატებით გააფორმეს. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორ სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და სიყვარული გამოავლინეს, საუკეთესო სურვილები უსურვეს, დახატეს ქვებზე და ნამუშევრები ერთმანეთს აჩუქეს.

„ეს პროცესი ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203